28 მაი 2026
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 0:0, დასრულდა.
ევრო 2026-ზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში ასპარეზობს; ჯგუფში მისი მეტოქეები ინგლისი, ესპანეთი და რუმინეთი არიან. მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.
ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 30 მაისს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს.
ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.