საქართველოს სპორტის მინისტრი სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

29 მაი 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრ რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.

საუბარი ასევე შეეხო სლოვაკეთში მიმდინარე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატსაც, რომელზეც საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე, ტურიზმის საკითხებში სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი შტეფან ენგელი, ევროპული მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სლოვაკეთის მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი და 2026 წლის ევროპის მინიფეხბურთის ჩემპიონატის ორგანიზატორი პიტერ კრალიკი.