ევროკომისიის პრეზიდენტი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა

29 მაი 2026

ევროკომისიის პრეზიდენტი რუმინეთში რუსული დრონის შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა.

ფონ დერ ლაიენმა სოლიდარობა გამოუცხადა რუმინეთს და მის ხალხს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს და სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებს. 

მომხდარი დაგმო ნატო-ს პრესსპიკერმაც. ალისონ ჰარტის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივანი კონტაქტზეა რუმინეთის ხელისუფლებასთან.