29 მაი 2026
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა, სადაც მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს. პეტერ მადიარის თქმით, უნგრეთი ალიანსის სანდო პარტნიორად რჩება.
ასევე პრემიერის თქმით, მან მარკ რუტეს განუცხადა, რომ ბუდაპეშტი კიევს იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მარკ რუტემ 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ აცნობა.