რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში 10 სართულიან კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა

29 მაი 2026

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში 10 სართულიან კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შეჯახების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. თავდასხმის გამო შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთი საჰაერო სივრცის ამ სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით დიპლომატიურ ზომებს მიიღებს.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ინციდენტი რუსეთის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. 

რუმინეთმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მოკავშირეებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს აცნობა გარემოებების შესახებ და მოითხოვა ზომები რუმინეთისთვის დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გადაცემის დაჩქარების მიზნით.