29 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებებში „ყველა კარტი“ შტატების ხელშია. დონალდ ტრამპმა, ფოქს ნიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მოლაპარაკებების პროცესში უზარმაზარი ბერკეტები აქვს და თუ ხელსაყრელი შედეგი არ დადგება, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები კვლავ შესაძლებელია.
ტრამპმა დაამატა, რომ აშშ მზად არის ძალა გამოიყენოს, ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო თვალსაზრისით შეერთებულმა შტატებმა ირანი გაანადგურა.