შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი

29 მაი 2026

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი ფოთში. ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა.

შემთხვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს. 

გემი სამართალდამრღვევად ცნეს და 100 ათასი ლარით დაჯარიმდა.