პაპუნა ლოცულაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა

29 მაი 2026

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო ცენტრის მედიკოსის ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება, ამ ეტაპზე, ტვინის შერყევა კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა.

ადვოკატის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშილს ჰქონდა ძლიერი ტკივილები და სახლში გული წაუვიდა, რის შემდეგადაც  იგი კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარედგინათ. გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობის მუხლით.