„სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

29 მაი 2026

“სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპორტული მედიცინის საერთაშორისო ექსპერტები, მეცნიერები და ოლიმპიური ნაკრებების ექიმები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა.

ზღვისპირა ქალაქმა ფორუმს უკვე მესამედ უმასპინძლა.

ღონისძიება სპორტული მედიცინის ასოციაციის, სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტოს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.