მახუნცეთის ჩანჩქერთან ცხედარი იპოვეს

29 მაი 2026

ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძებრო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.