პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

29 მაი 2026

პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პირველადი დახმარება გაეწია და სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და კლინიკური სურათის შენარჩუნების შემთხვევაში, მას 72 საათში ბინაზე გაწერენ.

პაპუნა ლოცულაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის.

მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული.

პაპუნა ლოცულაშილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში გონება დაკარგა.