29 მაი 2026
პეტრას ციხეზე „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოება შედგა. წელს საპატიო ქობულეთელის ტიტული მუნიციპალიტეტის ხუთ მოქალაქეს გადაეცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯილდო პირადად გადასცა სპორტსმენ ირაკლი თურმანიძესა და ექიმ-კარდიოლოგ ბესიკ კაკალაძეს.
მთავრობის თავმჯდომარემ ნომინანტებს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.