აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის, მარიამ კარბაიას პროდუქციის გამოფენა

29 მაი 2026

აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის, მარიამ კარბაიას პროდუქციის გამოფენა გაიმართა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  წარმოდგენილი პროდუქცია 3D პრინტერისა და ჭრისა და გრავირების დანადგარების საშუალებით შეიქმნა, რომელიც მეწარმემ  საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.