29 მაი 2026
მსოფლიო ლიდერები რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის შეჭრას ეხმაურებიან. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ესაუბრა რუმინეთის პრეზიდენტს და დაარწმუნა, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა რუმინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსული დრონით თავდასხმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპისა და ნატო-ს ერთიანობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანდრეი სიბიგას თქმით, რუსული დრონის რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის აგრესია რეალურ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონს და მთელ ევროპას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კი აღნიშნა, რომ რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა - მოსკოვს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება არ უნდა მიეცეს.