30 მაი 2026
აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში მდებარე კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრიდან დონალდ ტრამპის სახელი უნდა მოიხსნას. მოსამართლის დადგენილებით, ცენტრს კონგრესის თანხმობის გარეშე სახელი ვერ შეეცვლება. ასევე მან ტრამპის ადმინისტრაციას 14 დღიანი ვადა მისცა, რათა სრულად ჩამოხსნას ყველა აბრა, რომელზეც ტრამპის სახელია დატანილი. სარჩელის საფუძველი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ტრაპმა ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო შეცვალა, საკუთარი თავი თავმჯდომარედ დანიშნა და კონგრესის გვერდის ავლით ცენტრს „ტრამპ კენედის ცენტრი“ უწოდა.