30 მაი 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ორ საათიანი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება. შეხვედრამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა საბოლოოდ უნდა თქვას უარი ბირთვული იარაღის ფლობაზე. ამასთან, პრეზიდენტმა დაასახელა პირობები, რომლებსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანახმდეს.