30 მაი 2026
ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ. მედიის ცნობით, ქუვეითში ირანმა სარაკეტო დარტყმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა, რის შედეგადაც 5 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. ასევე განადგურდა ერთი ამერიკული დრონი. გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტა გაანეიტრალა.