30 მაი 2026
სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებისთვის დაიბარეს. სამინისტრო მიზეზად სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადადგმული ნაბიჯები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობისთვის საზიანოა.