30 მაი 2026
მელია სააკაშვილის წინააღმდეგ - საპატიმროში მყოფმა პარტია ახალის ლიდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ მოქმედებაში არაერთხელ დაადანაშაულა, ვრცელ წერილში ექს-პრზიდენტს ცილისწამებაში სდებს ბრალს. "თავის ეგოზე ზრუნვით ორსული" - ასე მოიხსენიებს ექსპრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და 2021 წელს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს.
მელია სააკაშვილს მასზე ეჭვიანობაში ადანაშაულებს და ოპოზიციური ერთობის ჩამოშლას სწორედ მის ეჭვიანობას უკავშირებს. მელიას განცხადებით, სააკაშვილი ეგოიზმით შეპყრობილია და ალიანსის წევრებს თავს ესხმის.