30 მაი 2026
30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას - თავისა და ზურგის ტვინს.
სამინისტროს ინფრომაციით უწყება აფინანსებს აღნიშნული დაავადების მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს. ასევე გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე დაახლოებით 50 პაციენტის მკურნალობას, რომელთაც უზრუნველყოფილი აქვთ მკურნალობაზე სრული ხელმისაწვდომობა.
უწყების ინფორმაციით პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მაღალეფექტური მედიკამენტების შესაძენად გამოყოფილია 4 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი. ამასთან, გათვალისწინებულია პაციენტთა დამატებითი საჭიროებებიც - მიმდინარე წლიდან დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით ფინანსდება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები.
საქართველო აღნიშნულ ინიციატივას საინფორმაციო კამპანიით 2018 წლიდან უერთდება.აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან და ექიმ-ნევროლოგებთან.