ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

30 მაი 2026

ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარმოდგენილი 300 ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო გამოავლინა, მათ შორის, გამარჯვებული სამეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები. დაჯილდოებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. კონკურსში მოზარდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისგანაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკისადმი ინტერესის გაღრმავება, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნება