უფასო სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით სხვადასხვა ქალაქში მოძრაობა „ხმა“ ხელმოწერებს აგროვებს

30 მაი 2026

უფასო სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნით სხვადასხვა ქალაქში მოძრაობა „ხმა“ ხელმოწერებს აგროვებს. კანონპროექტი, რომლის წარდგენასაც საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტში გეგმავს, უფასო სასკოლო კვების პროგრამის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.
კანონპროექტის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გავრცელდეს, მათი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს, რომ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული საკვები იყოს დაბალანსებული და ჯანსაღი.