ირანის სულიერი ლიდერის  მრჩეველი აშშ-ის პრეზიდენტს დიპლომატიის ღალატში ადანაშაულებს

30 მაი 2026

ირანის სულიერი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი აშშ-ის პრეზიდენტს დიპლომატიის ღალატში ადანაშაულებს. ამის მიზეზად მოჰსენ რეზაი პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებასა და მოლაპარაკებების დროს „გადაჭარბებული მოთხოვნების“ წაყენებას ასახელებს. მრჩეველის თქმით, ტრამპი უკვე მესამედ ღალატობს დიპლომატიას. წინა ორი შემთხვევა კი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება, რომლებიც მისი შესახებით ირანსა და შტატებს შორის არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობდა.