30 მაი 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დარტყმა საზღვრიდან 500 კილომეტრში განახორციელა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომს იქ აბრუნებენ საიდანაც მოვიდა. ზელენსკიმ დაამატა, რომ რუსეთის შეეძლო დიდი ხნის წინ დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მისი გაჭიანურება და გაგრძელება აირჩია. ზელენსკის თქმით, „რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა შორი მოქმედების „სანქციებს“ ახორციელებს“.