31 მაი 2026
რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში დრონებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა. ცნობისთვის, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებს საწვავით ამარაგებს.