31 მაი 2026
ანკარაში თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერის ოზგურ ოზელის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე ათიათასობით ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებმა ლიდერის ხელმძღვანელობით მსვლელობა გამართეს და სკანდირებდნენ, რომ ოზგური ლიდერია და ქემალი მოღალატე. ცნობისთვის, თურქეთის სასამართლომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა, რის გამოც, უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. სასამართლომ ოზელის ადგილას აღადგინა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც ეროვნულ არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დამარცხდა.