ჩემპიონთა ლიგაზე PSG-ს გამარჯვების შემდეგ პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

31 მაი 2026

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გულშემატკივრები ქუჩაში გამოვიდნენ.

პარიზის ქუჩებში შეკრებილ ათასობით ადამიანსა და პოლიციას შორის არაერთში შეტაკება მოხდა, რის შედეგადად „ბიბისის“ ცნობით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

გავრცელებული ცნობით, გულშემატკივრებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა გამოიყენეს, დაშავდა  რამდენიმე პოლიციელი, რის შემდეგად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.  არეულობამ პარიზში ავტობუსებისა და მატარებლების მიმოსვლაც შეაფერხა