31 მაი 2026
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს უსაფრთხოების საკითხებს და არ უნდა დატოვოს მხარდაჭერის გარეშე ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლის რისკის წინაშე დგანან.
პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს სულ უფრო ღიად აკეთებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნებისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერა, ასევე უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. „ეს საერთო ევროპული ამოცანაა“. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.