31 მაი 2026
შსს მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭათ.
განკარგულებებს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სპეციალური წოდება ერგო საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძესაც. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მას იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიენიჭა