31 მაი 2026
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე 900 წლიანი ისტორიის მქონე ბოფორტის ციხე და მის გარშემო არსებული სტრატეგიული ქედი დაიკავეს. ისრაელის სამხედროების ცნობით, ოპერაციის მიზანი ბოფოქრტის ქედსა და ვადი ალ-სალუკის რაიონზე კონტროლის დამყარება იყო, ასევე „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების შესუსტება.
ისრაელის მიერ ციხის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც რამდენიმე რაიონში სკოლები დაიხურა და უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. ისრაელის განცხადებით, ბოფორტის ქედიდან „ჰეზბოლა“ არაერთ თავდასხმას ახორციელებდა.