სროლა ბათუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი

31 მაი 2026

სროლა ბათუმში - წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩის 61 ნომერში, ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის წინ გასროლა იყო. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მას რვა ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია.

"ცოლი და შვილი ყოფილა სალონში, თვითონ გვერდით ელოდებოდა. გავიგონეთ სროლის ხმა და მოვედით. 7-8 გასროლა იყო. დღისით, სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს ტირილი დაიწყეს სროლის ხმა რომ გაიგეს", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ინციდენტის გამო, საპატრულო პოლიციის მიერ, მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.