31 მაი 2026
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შსს-ს ინფორმაციით, ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.