31 მაი 2026
მაგიდის ჩოგბურთში ვეტერანებს შორის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
ტურნირში 65 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებაში საქართველოსთან ერთად გერმანიის, თურქეთის, ისრაელის, ესტონეთის, ყაზახეთისა და ავსტრალიის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
დღეს ფინალური შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო შეჯიბრება ვეტერან სპორტსმენებს შორის ქვეყანაში პირველად ჩატარდა.