31 მაი 2026
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დღეს გვიმრებისა და ჰერბარიუმის გამოფენა იმართება. ღონისძიება ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოეწყო.
გამოფენაზე დამთვალიერებლები გვიმრების მრავალფეროვან სამყაროს, ბაღში დაცულ 28 სახეობას, მათ შორის უნიკალურ და იშვიათ სახეობების მცენარეებს დაათვალიერებენ. გაეცნობიან მათ დეკორატიულ ღირებულებასა და სამეცნიერო მნიშვნელობას. სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ ნახონ პალეოზოური ერის უძველესი მცენარეები და ბათუმის ბოტანიკური ბაღის საუკუნოვანი ჰერბარიუმის უნიკალური ექსპონატები.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენა მიზნად ისახავს მცენარეთა მრავალფეროვნების პოპულარიზაციას და ბაღში დაცული უნიკალური კოლექციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება უფასოა. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ გარემოში იშვიათი მცენარეები დაათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.