ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი აშშ-თან შეთანხმებას მხოლოდ ხელშესახები შედეგების შემთხვევაში დათანხმდება

31 მაი 2026

ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ირანი არ მიიღებს აშშ-თან კონფლიქტის დასრულების შესახებ არცერთ შეთანხმებას,თუ არ ექნება ირანელი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტია. აშშ-თან მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ირანი პრაქტიკულ და რეალურ შედეგებს დაინახავს და არა მხოლოდ დაპირებებს.