31 მაი 2026
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედია ტური გაიმართა. პროექტის დასკვნით ეტაპზე ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, მათ შორის, რეაბილიტირებულ ტყის მასივებს, განახლებულ საფეხმავლო და ველობილიკებს, სარწყავ ინფრასტრუქტურასა და რეკრეაციულ სივრცეებს. „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხორციელდება, საერთო ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ.