ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

01 ივნ 2026

დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. ბათუმის ბულვარსა და ცენტრალურ პარკში დღის განმავლობაში  სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი  ცენტრალურ პარკში გაიმართება დელფინარიუმის მიმდებარედ მოწყობილია საბავშვო აქტივობების და სახის მოხატვის სივრცეები, დეკორატიული სახლები და ინსტალაციები, საქანელები და საბავშვო გასართობი თამაშები.

პატარების განწყობაზე დღის განმავლობაში  მულტფილმის პერსონაჟები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ადგილობრივი შემოქმედებითი სტუდიები, ქორეოგრაფიული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები.

ასევე, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ცენტრალური პარკის კოლონადების მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, მოეწყობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ,,წითელქუდასა“ და ,,ოქროს წიწილას“ ჩვენება. 

ბათუმის ბულვარში   საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიმართება რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის   მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.