01 ივნ 2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის ცენტრალურ პარკში დღის 14 საათიდან სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. როგორც ქობულეთის მერიის კულტურის ცენტრში ამბობენ, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სამზადისი პარკის ტერიტორიაზე დილიდან დაწყებულია.
14:00-დან 18:00 საათამდე ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები, ანიმატორები იზრუნებენ.
მოწყობილია ფოტოსესიის კუთხე. 16:00 საათზე ამფითეატრის სცენაზე გაიმართება საბავშვო მულტფილმის ჩვენება. შემდეგ კი საბავშვო კონცერტი.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 10-ათასი ლარი გამოიყო.