01 ივნ 2026
ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორტის ციხე და სტრატეგიული ქედი დაიკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შედიან ისრაელელი სამხედროები 900 წლიანი ისტორიის მქონე ბოფორტის ციხეში და იქ მყოფებს ეძებენ.
ბოფორტის ციხესიმაგრეში დაკავებამ ისრაელის ჯარებს სამხრეთ ლიბანისა და ჩრდილოეთ ისრაელის დიდი ნაწილის გაკონტროლების საშუალება მისცა, საიდანაც ისრაელის საცხოვრებელი რაიონების წინააღმდეგ თავდასხმები ხორციელდებოდა. ისრაელმა სტრატეგიული მნიშვნელობის ეს ადგილი 2000 წლის მაისის შემდეგ პირველად დაიკავა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები „ბოფორტს“ სამხრეთ ლიბანში ისრაელის უსაფრთხოების ზონად გამოაცხადებენ.