იაპონიის ოკინავის პრეფექტურას ტროპიკული შტორმი უახლოვდება

01 ივნ 2026

იაპონიის ოკინავის პრეფექტურაში ძლიერი ტროპიკული შტორმის მოახლოების გამო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა გაჩერდა. შტორმი სახელწოდებით ჯანგმი იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს ემუქრება. მას თან ახლავს  ძლიერი წვიმა და ქარი.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, ქარი  საათში 160 კილომეტრამდე სიჩქარით იმოძრავებს.  ნაჰას აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ  ოკინავის მთავარი საერთაშორისო და შიდა აეროპორტი დღის ბოლომდე დაკეტილი დარჩება.

იაპონიის ეროვნული მაუწყებლის განცხადებით,  მოახლოებულმა შტორმმა ასევე გამოიწვია საბორნე მიმოსვლის გაუქმება და 7 ათასზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.