აჭარის თასი კონტაქტურ კარატეში

01 ივნ 2026

აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა „აჭარის თასი 2026“ 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ეს გახლდათ მოახლოებული საქართველოს ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ტურნირი.

დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები, რომელიც ეროვნულ პირველობაზე იასპარეზებს. ქართველ სპორტსმენებს საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატი ელოდებათ.