01 ივნ 2026
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდა. წირვა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა. გარდა ამისა, ფარავნის ტბასთან იმყოფებოდა, უწმინდესი და უნეტარესი.
შიო მესამემ პარაკლისი აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. სოფელ ფოკაში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.