ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები - ქედა

01 ივნ 2026

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში. მაყურებლების წინაშე მუსიკალური ნომრით ბაგა-ბაღის აღსაზრდელები წარსდგნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები. მოეწყო ანიმატორებისა და ჯამბაზების გასართობი შოუ.

პატარებს საშუალება ჰქონდათ მულტფილმების გმირებთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.