ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები - ქობულეთი

01 ივნ 2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის ცენტრალურ პარკში დღის სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება.   

18:00 საათამდე ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები და  ანიმატორები იზრუნებენ. მოწყობილია ფოტოსესიის კუთხე. 16:00 საათზე ამფითეატრის სცენაზე გაიმართება საბავშვო მულტფილმის ჩვენება. შემდეგ კი  საბავშვო კონცერტი.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო.