უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს გადაყენებით ემუქრება

01 ივნ 2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი პრეზიდენტ ტამაშ სულიოკისგან  თანამდებობიდან  გადადგომას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მადიარის მთავრობა სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს.

მადიარმა აპრილის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეცვალა და პირობა დადო, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში ორბანის მიერ მნიშვნელოვან საჯარო თანამდებობებზე დანიშნულ რამდენიმე პირს გადააყენებდა. პრეზიდენტმა სულიოკმა გადადგომაზე უარი თქვა.

ორბანის პარტია „ფიდესმამადიარი „უკანონო ულტიმატუმის“ წაყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სულიოკი ასრულებს თავის კანონიერ მანდატს, რომელიც 2029 წლამდეა გათვლილი და მისი თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია.

უნგრეთში პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიალურია, მაგრამ სულიოკს შეუძლია კანონები ხელახლა განსახილველად პარლამენტში დააბრუნოს, რაც პოტენციურად აფერხებს ან ბლოკავს მადიარის რეფორმებს.