ეროვნული ჩემპიონატი წრიულ რბოლაში

01 ივნ 2026

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა, რომელიც წრიული გახსნა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ჰიმნის შესრულებისას გადაიფრინეს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავებმა SU-25-მა.

ტურნირი რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ წელს ჩატარდა. საქართველოს სპორტის მინისტრმა ჩემპიონატის მიმდინარე ეტაპის პირველი რბოლის გამარჯვებული დააჯილდოვა.

 მეორე ეტაპის პირველი რბოლის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა, მეორე რბოლის - გიორგი ბეჟიტაშვილი.

ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ჩემპიონატს, რომლის მიზანია ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია.