01 ივნ 2026
ბათუმში გრძელდება ევროპის მოჭადრაკე ქალთა 25-ე ინდივიდუალური ჩემპიონატი.
შეჯიბრებაში 32 ქვეყნის 165 წარმომადგენელი მონაწილეობს. მედალოსნებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს.
მე-6 ტურში ქართველთაგან კვლავ წარმატებით ითამაშა ევროპის 2023 წლის ჩემპიონმა მერი არაბიძემ, რომელმაც თეთრი ფიგურებით ინგლისის წარმომადგენელი ელმირა მირზოევა დაამარცხა და 5 ქულით მეწინავეთა შორის ადგილი შეინარჩუნა.
ქართველ დიდოსტატს ერთი ქულით უსწრებს უკრაინელი ანასტასია ჰნატიშინი, რომელიც 6 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. 5-5 ქულით არაბიძესთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ესპანელი საბრინა ვეგა გუტიერესი და ევროპის 2024 წლის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ულვია ფატალიევა იყოფენ.
ექვსი ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 4-4 ქულა აქვთ ლელა ჯავახიშვილს და ბელა ხოტენაშვილს მოუყარეს თავი.
ანასტასია კირთაძეს, სოფიკო ხუხაშვილს, ინგა ჭარხალაშვილსა და კესარია მგელაძეს 3.5-3.5 ქულა აქვთ. დღეს ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ტურის შეხვედრები ტარდება.