ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქობულეთში

01 ივნ 2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის ცენტრალურ პარკში საბავშვო ღონისძიებები დღის 2-სთ დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

პატარების გართობაზე, ცენტრალური პარკის ღია სივრცეში სხვადასხვა სახის აქტივობები იყო მოწყობილი. ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ფოტოსესიის კუთხე, პოპკორნი, სახის მოხატვა, ფარიკაობის მასტერკლასი და გასართობი თამაშებში, სადაც პატარები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

16:00 საათზე ამფითეატრის სცენაზე გაიმართა საბავშვო მულტფილმის ჩვენება. 17:00 საათზე დაიწყო საბავშვო კონცერტი, სადაც პატარებთან ერთად, მშობლებიც იმყოფებოდნენ.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 10-ათასი ლარი გამოიყო.