თბილისში ექვსი ბინა გაქურდეს

02 ივნ 2026

თბილისში 6 ბინის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინებში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი. 

დანაშული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.