02 ივნ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაცია და და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.
საჩვენებელი წვრთნების პარალელურად სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.